UN expert on human rights defenders to visit Georgia (Press Release)

This is a tabbed section of 2 tabs with each tab content area containing the same text but translated to a different language

გაეროს ექსპერტი უფლებადამცველთა საკითხებში საქართველოს ეწვევა

ჟენევა (2023 წლის 26 ოქტომბერი) – გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში, მერი ლოულორი, 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

სპეციალური მომხსენებელი შეხვდება სამთავრობო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და უფლებადამცველებს; ასევე ადვოკატებს, ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებსა და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს. სპეციალური მომხსენებელი ასევე გამართავს შეხვედრებს გაეროს ეროვნულ გუნდთან და ქვეყანაში არსებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

ვიზიტის დროს ლოულორი შეაფასებს კანონებს, პოლიტიკას და პრაქტიკულ ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენენ იმ გარემოზე, რომელშიც უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ექსპერტი მოინახულებს თბილისს, ქუთაისსა და სხვა რეგიონებს მთავრობის წარმომადგენლებთან, უფლებადამცველებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შესახვედრად. ვიზიტი იმართება მთავრობის მოწვევით.

სპეციალური მომხსენებელი პრესკონფერენციას გამართავს სამშაბათს, 7 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. მისამართი თავისუფლების მოედანი 4, თბილისი. შეხვედრაზე დაშვება მკაცრად იქნება შეზღუდული ჟურნალისტებისთვის.

ექსპერტი თავის ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.


ქალბატონი მერი ლოულორი (ირლანდია) ადამიანის უფლებათა საბჭომ 2020 წელს დაინიშნა სპეციალურ მომხსენებლად უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში.

Actions

Submit Information

Submit confidential information on a HRD at risk

Communications and Press Releases

How do communications and press releases work?

Contact Mary

Request a meeting with Mary or her team