Georgia: Veneer of openness masks systematic efforts to undermine human rights defenders, UN expert warns (Press Release)

This is a tabbed section of 2 tabs with each tab content area containing the same text but translated to a different language

საქართველო: მოჩვენებითი ღიაობა ადამიანის უფლებათა დამცველების საქმიანობის დისკრედიტაციისკენ მიმართულ სისტემურ ძალისხმევას ნიღბავს

თბილისი (7 ნოემბერი 2023). საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რაც ეხება არა მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკის ღონისძიებებს, არამედ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებსაც, რათა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო მათი ლეგიტიმური საქმიანობის მხარდასაჭერად და გაქარწყლდეს მზარდ პოლარიზაციასა და დაუცველობასთან დაკავშირებული შიშები, აღნიშნა მერი ლოლერმა საქართველოში მისი ცხრადღიანი ვიზიტის დასასრულს  გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და დღეს იგი უაღრესად ძლიერი, დინამიური, მიზანდასახული და მრავალფეროვანია. ქვეყანამ უნდა იამაყოს ასეთი სამოქალაქო საზოგადოებით“, განაცხადა ლოლერმა. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საჯაროდ აღიაროს ადამიანის უფლებათა დამცველების ლეგიტიმური როლი და მათი მნიშვნელოვანი წვლილი სამართლიანი და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში“.

“ადამიანის უფლებათა დამცველები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად, სანამ მთავრობისა და პარლამენტის წევრები აგრძელებენ შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ან არ გმობენ სხვების ამგვარ რიტორიკას და სოციალურ მედიაში გაჩაღებულ რეპუტაციის შემლახავ კამპანიას“. მთავრობამ უბრალოდ კი არ უნდა „აიტანოს“ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ აქტიურად წაახალისოს მათი როლი და საქმიანობა, დაიცვას მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“.

ღრმად ვარ შეშფოთებული იმის გამო, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების,  მათ შორის ქალთა და LGBTQI პირების უფლებადამცველების, წინააღმდეგ ჩადენილი თავდასხმისა და შეურაცხყოფის, ასევე, უკანონო თვალთვალის ფაქტები  დაუსჯელი რჩება, რაც, როგორც ჩანს, სისტემურ ხასიათს ატარებს. უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება უფლებადამცველების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომი თავდასხმების რისკებს.

საქართველოს მთავრობამ სრულად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მოეპყრას უფლებადამცველებს როგორც მეკავშირეებსა და არა როგორც მტრებს.

სპეციალური მომხსენებელი ქვეყანაში ვიზიტის შესახებ სრულ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.

დასასრული


ქალბატონი მერი ლოლერი ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე სპეციალური მომხსენებელია.

Actions

Submit Information

Submit confidential information on a HRD at risk

Communications and Press Releases

How do communications and press releases work?

Contact Mary

Request a meeting with Mary or her team