Georgia: Targeted and sustained repression of human rights defenders must stop, says Special Rapporteur (Press Release)

This is a tabbed section of 2 tabs with each tab content area containing the same text but translated to a different language

გაეროს სპეციალური მომხსენებელი: საქართველოში უფლებადამცველებზე მიზანმიმართული და ხანგძლივი თავდასხმები უნდა შეწყდეს

ჟენევა (2024 წლის 5 სექტემბერი) – 2024 წელს საქართველოში უფლებადამცველები რეპრესიების ტალღის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც არ სუსტდება, განაცხადა დღეს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მერი ლოულორმა.

„2023 წლის ბოლოს მე ვესტუმრე საქართველოს ქვეყანაში უფლებადამცველების მდგომარეობის შესამოწმებლად და ვითარება სახიფათო იყო“, – თქვა ლოულორმა –  „მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.

სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისას უფლებადამცველები მიზანში ამოიღეს. კანონი, რომელიც მიღებულ იქნა 2024 წლის 28 მაისს, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა, არღვევს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. კანონი 2024 წლის 1-ელ აგვისტოს ძალაში შევიდა.

„მას შემდეგ, რაც მთავრობამ „უცხოური გავლენის აგენტების კანონი“ პარლამენტის მეშვეობით დაჩქარებული წესით გაიტანა, ადამიანის უფლებათა დამცველები სასტიკი, მიზანმიმართული თავდასხმების მსხვერპლი გახდნენ“, – თქვა ლოულორმა. „მათ ფიზიკურად ესხმოდნენ თავს, აშინებდნენ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებითა და უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მათ ცალკეულ წევრებს მათი ოფისები და სახლები მუქარითა და ცილისმწამებლური წარწერებით შეღებილი ხვდებოდათ”.

სპეციალურმა მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები დაუსჯელად განხორციელდა და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებებითაც იყო წახალისებული. 2024 წლის 11 ივნისს პროდემოკრატიული მოძრაობის “სირცხვილიას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ზუკა ბერძენიშვილს სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბერძენიშვილი და სხვები, რომლებიც უცხოური აგენტების კანონს აკრიტიკებდნენ, ტერორიზმში დაადანაშაულა.

„ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ უფლებადამცველთა ხალხის მტრებად გამოცხადება, კვლავაც მთავარ პრობლემად რჩება საქართველოში“, – თქვა ლოულორმა. „ამგვარი განცხადებები ხელს უწყობს და ლეგიტიმაციას აძლევს უფლებადამცველებზე თავდასხმებს და ქართულ კონტექსტში სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მათი მიზანიც სწორედ ეს არის.”

სპეციალურმა მომხსენებელმა მოუწოდა მთავრობას, შეცვალოს კურსი და მოუწოდა უფლებამოსილ პირებს სერიოზულად გაითვალისწინონ ამ წლის დასაწყისში ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი წარდგენილი მისი რეკომენდაციების განხორციელება ქვეყანაში უფლებადამცველთა მდგომარეობის გამოსწორებისა და გაუმჯობესების შესახებ.

ლოულორი კონტაქტზეა საქართველოს ხელისუფლებასთან მის ამ წუხილებთან დაკავშირებით და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს მთავრობასთან თანამშრომლობა მისი რეკომენდაციების განსახორციელებლად.

Actions

Submit Information

Submit confidential information on a HRD at risk

Communications and Press Releases

How do communications and press releases work?

Contact Mary

Request a meeting with Mary or her team